რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ. გამზირი ბედობა დღესაც გადაკეტილია.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია: ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება.
“რუსული ტერორისტული რეჟიმი რომ არ დაგვებედოს, ამიტომ ბედობის დღეს ვატარებთ აქ. ვისაც სჯერა და არ სჯერა, ყველა იაზრებს, რომ აქ დგომა და ჩვენი პროტესტის უწყვეტობის გაგრძელება არის ჩვენი ეგზისტენციალური მნიშვნელობის. ჩვენ ახლა გადარჩენა-არგადარჩენის საკითხის წინაშე ვდგავართ და ჩვენი არჩევანია გადარჩენა”, - ამბობს კინორეჟისორი გიორგი თავართქილაძე.
დღეს პროტესტის 36-ე დღეა.