პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, სახელმწიფო დაცვა დაენიშნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს.
განკარგულების თანახმად, გიორგი კალანდარიშვილს დაენიშნა/გაუგრძელდა სახელმწიფო დაცვა შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2025 წლის პირველი იანვრიდან პირველ ივლისამდე პერიოდში.
შეგახსენებთ, გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა წინასაარჩევნო პერიოდშიც დაენიშნა, "შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე".
სახელმწიფო დაცვა დაენიშნება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კარლო (კოკა) კაციტაძესაც.
"2025 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კარლო კაციტაძეს დაენიშნოს სახელმწიფო დაცვა, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად", - ნათქვამია განკარგულებაში.