ქალბატონი სალომეს სტატუსის გამოყენება ხდებოდა ოპოზიციის მიერ. ეს ის ოპოზიციაა, რომლის ეპიტეთები გვახსოვს სალომე ზურაბიშვილის მიმართ და არა მხოლოდ ეპიტეთები, რომელიც ყოველგვარ ეთიკურ ზღვარს გასცდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ზუსტად იმ ოპოზიციის მიერ იყო ქალბატონი სალომე არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოცხადებული.
„რა თქმა უნდა, ეს რიტორიკა იმიტომ ჰქონდათ შეცვლილი, რომ მისი საპრეზიდენტო სტატუსი გამოეყენებინათ. ახლა ეს სტატუსი არ აქვს და ახლა ნახეთ, როგორ აირევა მათი ურთიერთობა. ასე რომ, ეს მოსალოდნელიც იყო საბოლოო ჯამში. ჩვენ საქმე გვაქვს არა ამ ქვეყნის პატრიოტებთან, არა ხალხთან, რომელსაც პოლიტიკური იდეოლოგია აქვს, არამედ საქმე გვაქვს მარიონეტებთან, რომლებიც სხვების დაკვეთით მოქმედებენ. ასე რომ, ჟურნალია, რასაც ვხედავთ. ჯერ კიდევ წინ არის კინო მათ რიგებში დაპირისპირების.
ამბობდა, რომ დარჩებოდა, მაგრამ ვნახეთ, რომ არ დარჩა და წავიდა. პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩეს, თავისუფალი ადამიანების თავისუფალი ქვეყანაა და ყველას შეუძლია, იყოს პოლიტიკურად აქტიური, უბრალოდ ის ამბობდა, რომ რჩება პრეზიდენტად, მაგრამ გუშინ ვნახეთ, რომ ვერ დარჩა და წავიდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.