"მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა შეკრების თავისუფლების შემზღუდავ ყველა საკანონმდებლო ინიციატივას, რაც 13 დეკემბერს იქნა მიღებული", - წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამების დირექტორი, თამარ ონიანი სოციალურ ქსელში.
"თუ ახლა Matsne.gov.ge-ზე შეხვალთ, აღმოაჩენთ, რომ მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა შეკრების თავისუფლების შემზღუდავ ყველა საკანონმდებლო ინიციატივას, რაც 13 დეკემბერს იქნა მიღებული. ანუ ცვლილებებს, რომლებიც ითვალისწინებს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გაზრდილ სანქციებს, დასჯად ქმედებებსა და დაკავების საფუძვლებს;
ნიღბების ბლანკეტურ აკრძალვას;
საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიებს", - წერს ონიანი.
რას ითვალისწინებს ახალი ცვლილებები, რომელსაც დღეს მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა, და როგორია მათი თანხვედრა ადამიანის უფლებებთან.
ნიღბების აკრძალვა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
საჯარო სამსახურის შესახებ კანონი