ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დანიის, ისლანდიის, ფინეთის, შვედეთისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.
"ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით. ჩვენი მოწოდებაა ჩატარდეს საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და არჩევნებამდე გამოვლენილი დარღვევების გამო. ჩვენ ვგმოთ ძალადობას და დაშინებას მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ; და ჩვენ ვგმობთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ მიმართულ მუქარას.
როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერები, შეშფოთებულები ვართ ქვეყანაში გაღრმავებული პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმავალი გზით. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება გამოსავალი კრიზისიდან და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღდგენა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გადადგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით", - წერია განცხადებაში.