დღევანდელ აქციაზე რუსთაველის გამზირზე დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.
როგორც შსს-მ მედიას განუცხადა, დაკავებულების წინააღმდეგ გამოძება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც, შესაბამისად, წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აქცია რუსთაველზე მშვიდობიანად მიმდინარეობდა, როდესაც პოლიციამ მომიტინგეები ძალადობრივად დაკავება დაიწყო.
ფოტო: MOSE