არავინ უნდა აღიაროს ე.წ ახალი "პრეზიდენტი" და არ უნდა მოახდინოს მისი ლეგიტიმაცია მიწვევით ან ვიზიტებით, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი X-ზე წერს.
"სალომე ზურაბიშვილმა გადაარჩინა საქართველოს ღირსება! არავინ უნდა აღიაროს ე.წ ახალი "პრეზიდენტი" და არ უნდა მოახდინოს მისი ლეგიტიმაცია მიწვევით ან ვიზიტებით. ის აირჩიეს დეპუტატებმა, რომლებმაც მანდატები გაყალბებული არჩევნებით მოიპოვეს. საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები რაც შეიძლება მალე",- წერს როთი და სალომე ზურაბიშვილის სასახლიდან გამოსვლის და ხალხთან შეხვედრის ამსახველ ვიდეოს აზიარებს.