სალომე ზურაბიშვილი სვეტიცხოვლის ტაძარში წირვას ესწრება.
მეხუთე პრეზიდენტი სვეტიცხოველში შვილთან, თეიმურაზ გორჯესტანთან ერთად იმყოფება.
ტაძარში შეკრებილებს მამა ილია კავსაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ პარაკლისი სწორედ სალომე ზურაბიშვილის თხოვნით იმართება. სასულიერო პირმა მიმდინარე პროცესებში სალომე ზურაბიშვილის როლზე ისაუბრა.
მანამდე, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლიდან მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა: „გამოვალ აქედან, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები, ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა“.