პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი საქმიანობას ორბელიანების სასახლეში განაგრძობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ მიხეილ ყაველაშვილია ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი.
არ მგონია, რომ ასე მოხდეს. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ მისი მრჩევლები, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს საღი აზრი, მას სათანადო რჩევას მისცემენ იმასთან დაკავშირებით, რომ არ წავიდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ყაველაშილი საქმიანობას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააგრძელებს. ეს შენობა ქალბატონი სალომესთვის მემკვიდრეობით არავის გადაუცია. ეს შენობა ეკუთვნის ქართველ ხალხს და მის პრეზიდენტს. დღეს ფიცის დადების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი აღარ იქნება სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს პრეზიდენტი იქნება მიხეილ ყაველაშვილი, - ამბობს პაპუაშვილი.