„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის თქმით, შესაძლოა მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსაც „დაავალონ“ ისეთი რამ, რომ ისიც დასაკავებელი გახდეს. მისივე თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი დარჩება პრეზიდენტის სასახლეში, მოხდა ის, რაც მოხდებოდა ნებისმიერმა ადამიანმა არალეგიტიმურად რომ დაიკავოს გარკვეული ადგილი.
„არ გამოვრიცხავ, რომ მარგველაშვილსაც დაავალონ ისეთი რამ, რომ ისიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში გახდეს მისაცემი და დასაკავებელი. ესეც რა თქმა უნდა, შეიძლება რიტორიკული კონტექსტი იყოს, მაგრამ ვიღაცებს როგორც ჩანს ძალიან უნდათ ციხეში მხოლოდ ერთი პრეზიდენტი კი არ იჯდეს, არამედ ორი, სამი. რაღაც ასეთი კონტექსტი მიჰყვება ამ თემას და კითხულობენ ახლა, სანამ იკითხავენ მანამდე გავცემ პასუხს - რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი უკანონოდ დაიკავებს პრეზიდენტის რეზიდენციას თუ სასახლეს თუ რაც ჰქვია, რა უნდა მოხდეს, მოხდება ის რაც მოხდება თქვენ, ან ნებისმიერმა ადამიანმა, სხვამ რომელიც არ არის უფლებამოსილი იმყოფებოდეს ლეგიტიმურად გარკვეულ ადგილას, რაც მოხდება იმ ადამიანის შემთხვევაში, ის მოხდება ექსპრეზიდენტის შემთხვევაშიც, მარტივია. კითხვიდანაც კი პროვოკაცია ჩანს და ქმედებიდან მითუმეტეს პროვოკაციული იქნება ქმედება თუ სალომე ზურაბიშვილი ისე დაექვემდებარება დავალებას, რომ საკუთარ პასუხისმგებლობაზე მაღლა დააყენებს დავალების შესრულების ინტერესს“, - თქვა მდინარაძემ.