ლიეტვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი ეხმიანება საქართველოში ჩატარებულ "ერთობის ჯაჭვის" აქციას.
"თავისუფლების სული გაუტეხელია. დღეს ქართველი ხალხი ერთობის ჯაჭვში იდგა დემოკრატიისა და მათი ევროპული მომავლისთვის, ისევე როგორც ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ხელჩაკიდებულნი იდგნენ ბალტიისპირეთში საბჭოთა ციხიდან გამოსასვლელად. ძვირფასო ქართველებო, იყავით ძლიერები - ლიეტუვა თქვენთანაა!" - აცხადებს კესტუტის ბუდრისი.