ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში დღეს გამართულ "ერთობის ჯაჭვს" ეხმიანება და შთამაგონებელს უწოდებს
"შთამაგონებელი სურათებია დღეს საქართველოდან.
ესტონელებმა ყველაფერი იციან საერთო მიზნისთვის ხელის ჩაკიდების ძალაზე. საპროტესტო აქციებიდან ერთი თვე და ცხადია - ქართველები აგრძელებენ დემოკრატიული და ევროპული მომავლის მოთხოვნას." წერს მარგუს ცაჰკნა.