მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც რამდენიმე დღეა ქუჩაში დგანან, იცოდნენ, რომ მათი კონსტიტუციური უფლებების დაცვის კუთხით, ამდენი ადვოკატი და იურისტი სრულიად უსასყიდლოდ დაეხმარებიან,“ - ამის შესახებ “მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ ორბელიანების სასახლეში განაცხადა.
"მნიშვნელოვანი ინიციატივა და მხარდაჭერაა, ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, არ უნდა იყო ჩვენი მოქალაქეების საწინააღმდეგოდ გამოყენებული. ჩვენ ვნახეთ 400-ზე მეტი ადამიანი ამ დღეებში დაპატიმრებული ადმინისტრაციული სისხლის სამართლის წესით, იყო უმძიმესი ფაქტები, რომლებიც დაკვალიფიცირდა როგორც არაადამიანური მოპყრობა, წამება და არაერთი ადამიანია დაზიანებული, ამის მიუხედავად სასამართლოში საქმეები გრძელდება. ადვოკატები, რომლებიც მათ იცავენ და ამას აკეთებენ სამოქალაქო პასუხისმგებლობით, სანიმუშო მაგალითია. მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როგორც კი ინიციატივა გაჟღერდა და ადვოკატებს გავუზიარე, 35-ზე მეტი ადამიანი გამოეხმაურა ამ ინიციატივას. ეს ჯგუფი იზრდება, არიან ბათუმში, ქუთაისში ადვოკატებიო, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს უსასყიდლოდ აღმოუჩინონ მოქალაქეებს იურიდიული დახმარება. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მხარდაჭერა, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც რამდენიმე დღეა დგანან ქუჩაში, საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად, იცოდნენ, რომ გვაქვს ასეთი კარგი ინიციატივა, რომლითაც მათი კონსტიტუციური უფლებების დაცვის კუთხით ამდენი ადვოკატი და იურისტი დაეხმარებიან, რომ აღმოუჩინონ შესაბამისი დახმარება. გვაქვს უკვე ცხელი ხაზი და ნომრებს დავდებთ მართლმსაჯულების სახლის გვერდზეც და ადვოკატებიც გაავრცელებენ, ასვე გვაქვს ელფოსტაც. საერთო ჯგუფი გვაქვს, სადაც სწრაფად გაზიარდება ინფორმაცია და იურისტები და ადვოკატები მზად იქნებიან გადაანაწილონ ეს საქმეები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში იურისტებისა და ადვოკატთა ჯგუფი წარადგინა, რომლებიც საპროტესტო აქციაზე დაკავებულ და სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლ მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ.