საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს ციხეში არიან, ძალიან სწრაფად გათავისუფლდებიან.
"ჩვენ გვინდა, რომ ის ადამიანები ვინც დღეს ციხეში არიან, ვისაც ხვალ დაემუქრებიან, იყვნენ დაცულნი, კიდევ უფრო გვინდა, ისინი გამოვიდნენ ციხიდან რაც შეიძლება სწრაფად და მე ამაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ძალიან სწრაფად გათავისუფლდებიან იმიტომ, რომ სხვა გზა ამ რეჟიმს არ ექნება ძალიან მალე, მაგრამ სანამ ეს არ მომხდარა თქვენი საქმეა და ამისთვის დიდი მადლობ ყველას," - განაცხადა ზურაბიშვილმა.