ბიძინა ივანიშვილის ქონება 7 მილიარდ 550 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც მისი ქონების რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ივანიშვილის ინვესტიციები დივერსიფიცირებულია და სავარაუდოდ 27% გლობალურ აქციებში, 36% ფიქსირებული შემოსავლის აქტივებში, 20% ნაღდ ფულში, 12% ალტერნატიულ ინვესტიციებში, 5% კი ნედლეულშია დაბანდებული.
ივანიშვილი Bloomberg-ის მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანთა სიაში 390-ე ადგილს იკავებს.