"არც თუ ისე ბევრი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია იხილოს ეთნიკური უმცირესობების გაერთიანებული მარში საკუთარი ევროპული მომავლისთვის" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს.
ზურაბიშვილი 25 დეკემბრის ეთნიკური უმცირესობების მარშს გამოეხმაურა.
"არც თუ ისე ბევრი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია იხილოს ეთნიკური უმცირესობების გაერთიანებული მარში საკუთარი ევროპული მომავლისთვის. საპროტესტო აქციები ერთთვიან ვადას უახლოვდება, რადგან მოქალაქეები მნიშვნელოვან ცვლილებებს ითხოვენ"., - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.