აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაზე რუსეთის მასირებულ თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან პენტაგონს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდა უბრძანა.
მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტა მიაწოდა, „და კიდევ უფრო მეტი გზაშია“.
ბაიდენის განცხადებას თეთრმა სახლი ავრცელებს.
„შობის პირველ საათზე რუსეთმა უკრაინის ქალაქებისა და კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რაკეტებისა და თვითმფრინავები ს ტალღა გაუშვა.
ამ აღმაშფოთებელი თავდასხმის მიზანი იყო ზამთრის პერიოდში უკრაინელი ხალხისთვის სითბოსა და ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობის შეწყვეტა და ენერგეტიკული ქსელის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შეექმნა“, - აღნიშნა ბაიდენმა.
ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უკრაინელი ხალხი იმსახურებს მშვიდობასა და უსაფრთხოებას“.
მან დასძინა, რომ შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა, ვიდრე ის არ დაამარცხებს რუსეთის აგრესიას.
„ბოლო თვეების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტა მიაწოდა და კიდევ უფრო გზაშია.
მე მივმართე თავდაცვის დეპარტამენტს, გააგრძელოს იარაღის მიწოდება უკრაინისთვის და შეერთებული შტატები გააგრძელებს დაუღალავად მუშაობას უკრაინის პოზიციების გასაძლიერებლად რუსული ძალებისგან თავის დასაცავად“, - თქვა ბაიდენმა.
25 დეკემბრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე ერთობლივი შეტევა განახორციელეს სხვადასხვა ტიპის საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო რაკეტებით, ასევე „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით და სხვა ტიპის დრონებით.
შობის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 184 საჰაერო სამიზნედან გაანადგურეს 55 ფრთოსანი რაკეტა, 4 მართვადი საჰაერო რაკეტა და 54 დრონი.