რომის პაპმა ფრანცისკემ 25 დეკემბერს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თავის ტრადიციულ გზავნილში გაიხსენა უკრაინის ომი და მოუწოდა მის დასრულებისა და სამართლიან მშვიდობაზე მოლაპარაკებების დაწყებისკენ.
პაპმა საშობაო გზავნილიდან ორი წინადადება მიუძღვნა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიას.
„დაე, დადუმდეს იარაღი მრავალტანჯულ უკრაინაში! დაე, გვეყოს გამბედაობა, გავხსნათ კარი მოლაპარაკებებისთვის და დიალოგისა ჟესტებისა და შეხვედრისთვის, რათა მივაღწიოთ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას“, - განაცხადა მან.
რომის პაპმა მეტი ისაუბრა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე, სადაც მან ასევე ისურვა "იარაღის დადუმება", ასევე მძევლების გათავისუფლება და დახმარება "შიმშილითა და ომისგან გამოფიტული მოსახლეობისთვის".