ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ განსაკუთრებით 29 დეკემბრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ პრეზიდენტთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"სალომე ზურაბიშვილის შეთავაზება ქართულ ოცნებას, რომ ყველა შეთხვევაში არსებობს ჯერ კიდევ რამდენიმე დღე, როცა უნდა მოვიდნენ და დაილაპარაკონ, ეს მისი მხრიდან სწორია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ განსაკუთრებით 29 დეკემბრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული" - ამბობს გვარამია.
კითხვაზე, რა გზებით შეიძლება ახალი არჩევნების დანიშვნა, ნიკა გვარამია პასუხობს, რომ პარლამენტის დათხოვნიით. ის "კონსტიტუციურად ღრმად დარწმუნებულია", რომ პრეზიდენტს აქვს პარლამენტის დათხოვნის რესურსი.