ამ არანორმალურებს ჩვეულებრივი ფარი აქვთ გაკეთებული და ბავშვებს ნაძვის ხესთან მისვლა არ შეუძლიათ, უმალავენ, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა.
„უბრალოდ, ბავშვებს საახალწლო ნაძვის ხე დაუმალეს. თუ საზოგადოებაში კიდევ არიან ის ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ კითხვის ნიშნები აქვთ, შეუძლიათ, საღამოს გაისეირნონ და ნახონ - ამ არანორმალურებს ჩვეულებრივი ფარი აქვთ გაკეთებული და ბავშვებს ნაძვის ხესთან მისვლა არ შეუძლიათ, უმალავენ". - თქვა ჩიკვილაძემ.