თბილისის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლია საკრებულოს სხდომაზე დღეს პრეზიდენტის ლანძღვით იყო დაკავებული.
გრიგოლიას თქმით, ზურაბიშვილის ქმედებები ქვეყნის დაზიანებისკენ არის მიმართული.
„მე დღეს განვიხილავ ჩვენი ქვეყნის მთავარ საფრთხედ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და მიმაჩნია, რომ ის პროცესი, რასაც ის დღეს უძღვება, არის მხოლოდ ქვეყნის დაზიანებაზე და ქვეყნის კონფლიქტში ჩართვაზე ორიენტირებული. ქალბატონი პრეზიდენტი დღეს დადის ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და სთხოვს ქვეყნის დასანქცირებას, მიღწეული შედეგების გაუქმებას და ზოგადად, ქვეყნის აბსოლუტურად დაზიანებას, - ამბობს თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლია.