პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯო უილსონს ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
“გმადლობთ მხარდაჭერისთვის ქართველი ხალხის ურყევი ნების და გადაწყვეტილების, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას ერთადერთი პოლიტიკური და დემოკრატიული გამოსავლით - ახალი არჩევნებით", - წერს X-ზე სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრა. ამის შესახებ უილსონმა X-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ საქართველოს ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია, პრეზიდენტი ზურაბიშვილი კი ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია.