პრეზიდენტმა დააანონსა შეხვედრა და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ხალხი მოვა, ახლა გადაწყვეტილებების მიღების ერთადერთი ფორმა არის სახალხო დემოკრატია, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ, პრეზიდენტ ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.
"პრეზიდენტმა თქვა, რომ ხალხი უნდა შეიკრიბოს და ის გამოვა სიტყვით, შეიძლება რამე გავიგოთ, მას ჰქონდეს დაგეგმილი, თუნდაც რაიმე გადაწყვეტილება გაახმოვანოს, მე ეს არ ვიცი, ამიტომ ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ გეგმა არის ის, რომ პრეზიდენტმა დააანონსა შეხვედრა და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ხალხი მოვა. ეს სწორია იმიტომ, რომ საქართველოში ახლა დემოკრატიის და გადაწყვეტილებების მიღების ერთადერთი ფორმა არის სახალხო დემოკრატია, მისი საჯარო გამოვლინებებით ქუჩაში", -განაცხადა ნიკა გვარამიამ.