ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება, ვიყოთ ევროპის ნაწილი, - ამის შესახებ უკი კოშკელიშვილმა განაცხადა, რომელიც მოდის სფეროს წარმომადგენლების აქციაზე იმყოფება. კოშკელიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერასოდეს შეეგუებიან ძალადობრივად იმის წართმევას, რაც ეკუთვნით.
საქართველო არის ევროპა - ამბობს მოდელი.
მემგონი, არცერთ ევროპულ ქვეყანას მსგავსი სულისკვეთება არ უნახავს, რასაც ხედავენ საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველო არის ევროპა, იყო და იქნება და ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება, ვიყოთ ევროპის ნაწილი. ადამიანები არ ნებდებიან, ადამიანები არიან გაბრაზებულები და ვერასდროს შეეგუებიან ძალადობას და ძალადობრივად იმის წართმევას, რაც გვეკუთვნის", - განუცხადა "ტვ პირველს" ნუკი კოშკელიშვილმა.
ფოტო: პუბლიკა