საქართველოს პრემიერი-მინისტრის მიერ მაგნიტსკის სიაში შეყვანილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვიცე-პრემიერად დანიშვნას კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ეხმიანება.
ალეკო ელისაშვილი მედიასთან აცხადებს, რომ მაგნიტსკის სიაში შესვლა "წყევლაა", რომელიც ივანიშვილის გუნდისთვის ერთგვარი სიგნალია, რომ "არავის დაინდობენ".
„თავად ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედ მინისტრს ასანქცირებს, ერთი მხრივ ბრიტანეთი და აშშ, თან მაგნიტსკის სიაში, ეს არის წყევლა. ჯობს თავი მოიკლა, ვიდრე იმ სიაში იყო, რადგან საშვილიშვილოდ ხარ. მოქმედ მინისტრს რომ ასანქცირებენ, ეს არის სიგნალი მთელი ხელისუფლებისთვის, რომ არავის დაინდობენ.
(გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა) არის საწყალი, საცოდავი პასუხი შტატების მიერ დასანქცირებაზე. დააწინაურეს, ახლა მაგანაც კრამიტები არ დაამტვრიოს. სახლობანას თამაშობენ და თავს იმხნევებენ, რომ მერე რა, არა უშავს. ეგენი არ იყვნენ, რომ ამბობდნენ, სანქცია არ იქნებაო. სანქციაა, აბა რა არის", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
შეგახსნებთ, დღეს, 20 დეკემბერს, სანქცირებულმა ირაკლი კობახიძემ მაგნიტსკის სიაში შეყვანილი შს მინისტრი ვიცე-პრემიერად დანიშნა.