რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს, რომ 20 დეკემბერს ევროპული კომისია წინადადებით გამოვა საქართველოს დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ.
"ევროკავშირის ფინალური სამიტის პრესკონფერენციაზე (კოსტას, ორბანისა და ფონ დერ ლაიენის მონაწილეობით) არ უსაუბრიათ საქართველოზე. ხვალ ევროპული კომისია წინადადებით გამოვა საქართველოს დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ". - წერს იოზვიაკი X-ზე.