პროტესტის 22-ე დღეს თბილისში გურულები აქცია-მსვლელობას მართავენ. გურულები ევროპის მოედანზე იკრიბებიან და საპროტესტო მარშით პარლამენტისკენ მიემართებიან.
გურიის რეგიონის წარმომადგენლები ხელახალ არჩევნებსა და საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით ისინი პირველები არიან და იმედოვნებენ, რომ სხვა რეგიონის წარმომადგენლებიც ჩამოვლენ დედაქალაქში და შეუერთდებიან პროტესტს.