საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე ჟურნალისტებსა და რიგით მოქალაქეებს ხვდება, რომლებმაც სპეციალური დანიშნულების რაზმების სისასტიკე საკუთარ თავზე გამოცადეს.
შეხვედრაში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ,
ამასთან, ბერსე დღეს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ინდივიდუალურად შეხვდა. ელისაშვილმა ბერსეს მასზე განხორციელებული ანგარიშსწორების დეტალები გააცნო.
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე საქართველოში 18 დეკემბერს ჩამოვიდა. მან შეხვედრები ბიძინა ივანიშვილთან, ირაკლი კობახიძესთან, შალვა პაპუაშვილთან და ლევან იოსელიანთან უკვე გამართა. ალენ ბერსე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია "ძლიერი საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლებსაც შეხვდა.