ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის შენობასთან სროლა იყო.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. გენერალური პროკურორის მოადგილეზე დაყრდნობით ავრცელებს.
სეპარატისტული რეჟიმის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრილია ორი „დეპუტატი“, რომლებიც რეანიმაციაში არიან მოთავსებული.
ნიგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ დაჭრილი ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტთან სროლა, დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.