ჩვენ ვიმსჯელებთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა გავგზავნოთ ძლიერი სიგნალი ევროკავშირისგან, – ამის შესსახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
„საქართველოზე ჩვენ ვიმსჯელებთ რისი გაკეთება შეგვიძლია კიდევ, რომ მოვახდინოთ ზეწოლა მთავრობაზე, რათა არ გამოიყენოს ძალა დემონსტრანტების, ოპოზიციის წინააღმდეგ და გავაგზავნით მკაფიო სიგნალს ევროკავშირისგან. ორშაბათს ჩვენ განვიხილეთ, მაგრამ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას სანქციების ნაწილზე, თუმცა ამაზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა კაია კალასმა.