ჩვენ საკმაოდ შეშფოთებული ვართ საქართველოში მოვლენების განვითარებით, ეს არ არის ის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რომელიც გვინდა, რომ იყოს ევროპაში და ახლოს ევროკავშირთან, – ამის შესახებ ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ლუკ ფრიდენმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე მედიასთან საუბრისას განაცხადა.
"შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოში განვითარებული პროცესების მიმართ. აქ არ არის იმ ტიპის დემოკრატია და კანონის უზენაესობა , რომელიც გვინდა ევროპულ მიწაზე გვქონდეს. ჩვენ ვამხნევებთ მათ, ვისაც სურს, რომ ჰქონდეს პროევროპული გზა საქართველოსთვის და პირველ რიგში, ფუნდამენტური უფლებები, რომელიც ჩვენი რწმენით ევროპის კონტინენტზე ყველგან უნდა გავრცელდეს. ასე, რომ ყურადღებით ვაკვირდებით და ვამხნევებთ ქართველ ლიდერებს რომ პატივი სცენ ფუნდამენტურ უფლებებს",- თქვა ლუკ ფრიდენმა.