საქართველომ დაადასტურა მზადყოფნა რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტისთვის. აზერბაიჯანიდან კი, ექსპორტი უკვე განხორციელდა, - ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია “ინტერ რაო“-ს მმართველი საბჭოს წევრმა, ალექსანდრა პანინამ განაცხადა.
„აზერბაიჯანმა გვიპასუხა, რომ მათ შეუძლიათ გადაუდებელი დახმარების გაწევა 250-300 მეგავატით. საქართველომ კი გვითხრა, რომ [გადაწყვეტილებას მიიღებენ] სიტუაციის მიხედვით. მათ [საქართველოს] წინასწარ დაპირება არ შეუძლიათ, თუმცა, გადაწყვეტილებას სიტუაციის მიხედვით მიიღებენ". - თქვა პანინამ.
მანამდე პანინამ განაცხადა, რომ რუსეთმა აზერბაიჯანსა და საქართველოს მიმართა საგანგებო სიტუაციების დროს ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლებლობის შესახებ.