ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. შეხვედრის დეტალები უცნობია.
ალენ ბერსეს დღეს შეხვედრები ჰქონდა ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილთანაც. ასევე სახალხო დამცველთან. როგორც ბერსემ X-ზე დაწერა, ხვალ ის ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდება.