ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი X-ზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლას ეხმიანება.
"ძალიან ყურადღებით ვუსმენდი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხისა და ქვეყნის მომავლისთვის მათი ევროპული მისწრაფებების გვერდით." - წერს კუბილიუსი.