დღეს ქართული ბიზნესი პროტესტში ხალხთან ერთად დგას და მეც ამაყი ვარ, რომ ამ პროტესტის ავანგარდში ჩემ მიერ დაფუძნებული კომპანიებიც არიან, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ქართული ბიზნესი საერთო სახალხო პროტესტს უერთდება!
საერთო განცხადებას უკვე 1500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს! – ბიზნესის წარმომადგენელთა ასეთი წინააღმდეგობა და ერთსულოვნება უახლეს ისტორიას არ ახსოვს.
დღეს ქართული ბიზნესი პროტესტში ხალხთან ერთად დგას და მეც ამაყი ვარ, რომ ამ პროტესტის ავანგარდში ჩემ მიერ დაფუძნებული კომპანიებიც არიან.
ბიზნესი ქვეყნის ბიუჯეტის ხერხემალია, ის ქმნის სამუშაო ადგილებს. მის შექმნას კი წლები და ბევრი შრომა სჭირდება.
დღეს ბიზნესი, თავისუფალ ხალხთან ერთად, ისტორიული ცვლილებების გზაზე ახალ რეალობას ქმნის. ეს ნიჭიერი ხალხი არასდროს გახდება რომელიმე ხელისუფლების ყურმოჭრილი მონა! ეს უკვე გამარჯვებაა!“, – წერს მამუკა ხაზარაძე.