არ ვიცი, შოთაზე იყო, თუ აჩიზე, პრემიერმა სალაპარაკოდ მიიწვია - არ დაზარდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„მაგალითად, ძალიან ნიჭიერი და ძალიან მაგარი ფეხბურთელი, შოთაზე იყო თუ აჩიზე, არ ვიცი საუბარი... ხო, მემგონი შოთა არველაძე მიიწვია პრემიერმა სალაპარაკოდ - არ დაზარდა. ვინც არის მისთვის კომპეტენტური პოლიტიკის საკითხვებში, მათ შორის, გეოპოლიტიკის მიმართულებით, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, კიბატონო, წაიყვანოს, დასხდნენ მასთან ერთად და ილაპარაკონ ამ თემებზე. არ მივიდნენ დებატებში, ვერ მივიდნენ, ვერ მიბედეს.
სალაპარაკო ჩვენ აგენტებთან არ გვაქვს, თუმცა ისინიც კი მოწვეულები იყვნენ დებატებზე, რომ მათი მხილებაც მომხდარიყო, ვერ მიბედეს“, - განაცხადა მდინარძემ.