ღრმად იმედგაცრუებული ვართ, რომ ევროკავშირის შიდა დისკუსიები არასწორად და არაზუსტად იქნა წარმოჩენილი, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
რუმინეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ „შეშფოთებული არიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ევროკავშირთან დიალოგის შესახებ და ქართველების ლეგიტიმური საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი ჩახშობის გამო“.
„ღრმად იმედგაცრუებული ვართ ღრმა, რომ ევროკავშირის შიდა დისკუსიები არასწორად და არაზუსტად იქნა წარმოჩენილი. ჩვენ ამ შესაძლებლობას ვიყენებთ იმის ხაზგასასმელად, რომ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ევროკავშირთან დიალოგის შესახებ და ქართველების ლეგიტიმური საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი ჩახშობის გამო“, – ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს 5 ქვეყანას მადლობა გადაუხადა, რომლებმაც, მისი თქმით, ევროკავშირის საბჭოზე საქართველოს პოზიცია დაიცვეს. კობახიძის ჩამონათვალში მოხვდა რუმინეთიც.