პროკურატურამ სასამართლოს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის მოთხოვნით მიმართა. ინფორმაცია მედიას პროკურატურაში დაუდასტურეს.
არსებული ცნობით, პროკურატურა ელისაშვილთან მიმართებით პატიმრობის ნაცვლად გირაოს გამოყენებას ითხოვს. პროცესი დღეს 14:00 საათზე გაიმართება.
პროკურატურამ იგივე მოთხოვნით მიმართა სასამართლოს აქციებზე დაკავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანთან დაკავშირებითაც.