ესტონეთმა დამატებით 14 ადამიანი შეიყვანა სანქცირებულთა სიაში, განვიხილავთ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას , - ამის შესახებ განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.
"ესტონეთმა დამატებით 14 ადამიანი შეიყვანა სანქცირებულთა სიაში, ასევე განვიხილავთ დიპლომატიური პასპორტების მქონეთათვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას. თუმცა, საუბარი უფრო ხანგრძლივი იქნება, რადგან ის რაც თბილისის ქუჩებში ხდება, არის მიუღებელი და არ შეესაბამება დემოკრატიულ ნორმებს. ეს ძალადობა არის ადამიანის უფლებების დარღვევა და კრიმინალი," - მარგუს ცაჰკნა.