ჩვენ მხარს დავუჭერთ ქართველი ხალხის პროევროპულ მისწრაფებას, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ვარშავაში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში პოლონეთი უზრუნველყოფს ევროკავშირის აღმოსავლეთით და სამხრეთით გაფართოების ტემპსა და ხარისხს, როგორც უკრაინის, ისე მოლდოვის და დასავლეთ ბალკანეთის კუთხით.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ ქართველი ხალხის პროევროპულ მისწრაფებას“, – განაცხადა სიკორსკიმ.