ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი ბაიდენის ადმინისტრაციას მიმართავს და "ქართული ოცნების" წინააღმდეგ სასწრაფო სანქციებს ითხოვს.
ჯინ შაჰინი წერს, რომ "ქართული ოცნების" მთავრობას არ გადაუხდია არანაირი ფასი იმ ძალადობისთვის, რომელსაც ის ევროინტეგრაციის მომხრე მოქალაქეებს უპირისპირებს.
"იმედგაცრუებული ვარ. "ქართული ოცნების" მთავრობას არ გადაუხდია არანაირი ფასი თავისი ქმედებისთვის, როგორც ის ეწინააღმდეგება ხალხის ნებას და მისდევს პუტინის ავტორიტარულ სცენარს. დროა, ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესოს ძალადობასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებს."- წერს ჯინ შაჰინი X-ზე .