პარლამენტისკენ, IT სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მსვლელობა დაიწყო. თავდაპირველად აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ.ამ დროისათვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
პროტესტს უერთდებიან აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე სხვადასხვა კომპანიების თანამშრომლებიც.