დღეს, 13 დეკემბერს, უწყვეტი პროტესტის მე-16-ე დღეს, დედაქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია დაგეგმილი. სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის წარმომადგენლები, აქცია-მსვლელობებს აანონსებენ.
ჩამონათვალი ასეთია:
11 საათი - რესპუბლიკის მოედანი - IT/TECH კომუნის მარში
12 საათი - სტარტაპერების შეკრება GITA-სთან
13 საათი - რესპუბლიკის მოედანი - ფინანსური სფეროს წარმომადგენლების მარში;
13 საათი - რესპუბლიკის მოედანი - HR პროფესიონალები და ტრენერები;
13 საათი - განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი - სტუდენტების აქცია;
14 საათი - არქივის შენობა - გაფიცული ხელოვანების მსვლელობა EU-ს ქვეყნების საელჩოებისკენ;
14 საათი - ვაკის პარკი - დიზაინერები საქართველოსთვის;
14 საათი - მუსიკის სფეროს წარმომადგენლების პროტესტი;
14 საათი - თბილისის მერია - "კოალიცია ცვლილებისთვის" საპროტესტო აქცია;
14:30 საათი - ვაკის პარკი - PR სპეციალისტები და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები;
17 საათი - უზენაესი სასამართლო - ადვოკატების, იურისტების, იურიდიული ფირმების ასოციაციების პროტესტი;
17 საათი - ეკონომიკის სამინისტრო - ღვინის კომუნის პროტესტი;
17 საათი - თსსუ-ს ეზო - სამედიცინო საზოგადოება [ექიმები, სტუდენტები, ლექტორები]
18 საათი - მარჯანიშვილის მეტრო - ემიგრანტები და მათი ოჯახები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ;
19 საათი - მარჯანიშვილის მოედანი - ელექტრონული მუსიკის სცენისა და საკლუბო კულტურის წარმომადგენლების მსვლელობა პარლამენტისკენ;
20 საათი - რესპუბლიკის მოედანი -ფსიქოლოგების მარში;
19 საათზე, აქცია პარლამენტთან