გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.
„მაკრონის საუბარი ოლიგარქ ივანიშვილთან აშკარად უშედეგოდ დასრულდა. ცვლილებისთვის ევროპელ ლიდერს შეეძლო, პროევროპელ ქართველებს სტუმრებოდა სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოსახატავად. ყველას ყურადღება საქართველოსკენაა“, – წერს მიხაელ როთი სოციალურ ქსელ X-ზე.