დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
"საქართველოში აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული სასტიკი ძალადობის შესაჩერებლად აუცილებელია სასწრაფო საერთაშორისო ზომების მიღება. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. დანია მუშაობს პარტნიორებთან კონკრეტული ზომების მისაღებად“, - წერს დანიის საგარეო უწყება.