ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, რამდენიმე ევროპარლამენტართან ერთად თბილისში იმყოფება. ევროპარლამენტართა დელეგაციამ უკვე გამართა შეხვედრა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან.
როგორც რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, ევროპარლამენტარები ემხრობიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას.
"მოხიბლული და ამაყი ვარ იმით, როგორ იბრძვის ქართველი ხალხი ევროკავშირის დროშებით. ჩემთვის, როგორც ლიეტუველისთვის ეს ძალიან ამაღელვებელია და ძალიან მინდა ვიხილო ქართველი ხალხი ევროკავშირის ოჯახში. დღეს ყველა კარგად ხვდება, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა ევროკავშირის წინააღმდეგ არის და ჩვენ ვემხრობით მათთვის სანქციების დაწესებას." - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.