ტელეწამყვანი და მსახიობი დუტა სხირტლაძე 18 წლის სამოქალაქო აქტივისტს, სანდრო ქინქლაძის დაკავებას ეხმაურება.
სხირტლაძის განცხადებით, მხარდაჭერას უცხადებს ყველას, "ვინც ამ დღეებში უმოწყალოდ სცემეს".
"ბავშვია, ბიჭო!!! ბავშვიიიიი!!! გამოუშვით!!! ჩემი მხარდაჭერა შენ, კარგო ბიჭო და ყველას ვინც ამ დღეებში უმოწყალოდ სცემეს (მათ შორის ჩემი უმცროსი კოლეგებიც).. პატარა გოგო-ბიჭებს... ჟურნალისტებს, ოპერატორებს... ქვეყანა ამათია. შვილებისაა... ვიღაცეები "ბანდერლოგებს" უწოდებენ.. აი ამათ... ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ახალ თაობას... თავისუფლებაში დაბადებულებს. ამათი გონება რომ მოგცათ მაგინებლებს - ისე შეგრცხვებოდათ საკუთარი თავის. თუ არ გჯერათ - გაბედეთ და დაელაპარაკეთ. ნებისმიერს. თუმცა რაზე უნდა დაელაპარაკოთ... ბავშვები, შვილები, ახალი თაობა - ესაა ჩვენი საზრუნავი და ჩვენი მომავალი... ამათ ვერავინ მოერევა. ვერც ვერავინ მორევია. ვერასდროს" წერს დუტა სხირტლაძე და სანდრო ქინქლაძის ფოტოს აზიარებს.