ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს. მისივე ცნობით, ამის მიზეზი გახდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში ერთადერთი ელექტროსადგურის, ენგურჰესის, გათიშვა.
კომპანია "ჩერნომორენერგოს" განცხადებით, ენერგომომარაგების სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით მზადდება ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი.
მოგვიანებით "ჩერნომორენერგომ" გამოაქვეყნა გრაფიკი, რომლის თანახმად, აბონენტებს შუქს 07:00 საათიდან 21:00-მდე მონაკვეთში დღეში მხოლოდ ორჯერ ჩაურთავენ - 1 საათითა და 24 წუთით.