შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, გუსტავ გეტბერგმა, რომელიც საქართველოში იმყოფება განაცხადა, რომ ახლა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების“ მიმართ სანქციების დაწესება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ სანქციებზე ვმუშაობთ და ვფიქრობ, ახლა სანქციების დაწესება ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირი ამ საკითხზე გადაწყვეტილებას უახლოეს დროში მიიღებს. მაგალითად, შვედეთის მთავრობისთვის სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სანქციებთან ერთად დაფინანსების შეწყვეტაა მნიშვნელოვანი. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვაღიაროთ "ქართული ოცნების" მთავრობა.
სანქციების გარდა, ჩვენ ძალიან ბევრი ბერკეტი გვაქვს და ძალიან ბევრის გაკეთება შეგვიძლია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მსჯელობაც და მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტისთვის უსაფრთხოების მხარდაჭერა", - განუცხადა შვედმა დეპუტატმა “ტვ პირველს“.