სხვადასხვა სამინისტროებში, აიპებსა და სიპებში დასაქმებული მოქალაქეები დღეს, 11 დეკემბერს, 20:00 საათზე საპროტესტო მარშს გამართავენ.
საჯარო მოხელეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიძვრებიან და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ, სადაც უკვე მე-14 დღეა პროევროპული აქცია იმართება.
“ის დაშინების კამპანია, რომელიც კვირაზე მეტია გრძელდება, თავიდან რეორგანიზაციის გამოცხადება, შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ აღძრული საქმე, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას ეხება და მინიშნება იმაზე, რომ ჩვენი თავისუფალი აზრისა და კონსტიტუციური უფლების გამოყენება ამ საქმის ნაწილი შეიძლება გახდეს, შემდეგ რეორგანიზაციის კანონი, რომელიც ახლა მიიღება. ეს ყველაფერი დაშინების განცდას ქმნის. ჩვენ სახალხო დამცველსაც მივმართეთ", - ამბობს ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
ფოტო: პუბლიკა